Sunday, 11 November 2018
მეცხრე დღის რეფლექსია
დავასრულეთ ყველა დასასრულებელი სამუშაოები, მოვისმინეთ პრეზენტაციები და ჩვენც წარვადგინეთ.დიდი მადლობა ტრენერს გაწეული შრომისათვის.
მესამე დღის რეფლექსია
დასაწყისში ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ტრენინგის მსვლელობისას ჩაქრა შუქი და ვეღარ შევძელით ბუკლეტზე მუშაობა.
Saturday, 10 November 2018
მერვე დღის პრეზენტაცია
დავასრულეთ პროექტის ძირითადი დავალებები, ვისწავლეთ გუგლის ფორმების შექმნა, გავაფორმეთ ბლოგი, შევქმენით ფასილიტაციის კითხვები და ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციისთვის.
Monday, 5 November 2018
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის გეგმას,რომელიც უნდა განვახორციელოთ
9 დღის განმავლობაში-სხვადასხვა აქტივობებით.ტრენერმა გაგვაცნო თავისი ბლოგი.გავხსენით
ახალი ბლოგი,გავეცანით პროექტის შაბლონს.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და
მიზნები,დავსახეთ ამოცანები მეორე დღისათვის.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ დიფერენცირებაზე, დავასრულეთ დაწყებული მოსწავლის პრეზენტაცია, დავასრულეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ და განვიხილეთ პროექტის გეგმა ბოლომდე, საინტერესო იყო ტრენერის საუბარი მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.
Saturday, 3 November 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ და გავარჩიეთ შეფასებები. გავიხსენეთ Power point-ი და ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
Monday, 29 October 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და აწყობა კომპიუტერში,ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ შეკითხვებზე: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
Sunday, 21 October 2018
მეორე დღის რეფლექსია
კიდევ ერთხელ გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, მისი შევსების თავისებურებებს და ამავე დროს მივიღეთ გარკვეული დავალება, დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა, დავგეგმეთ შემდეგი დღე.
Subscribe to:
Posts (Atom)